გამოიყენეთ შემდეგი რჩევები და სავარჯიშოები:
- შეგეძლოთ ზღაპრიდან აბსტრაგირება და რეალობაში გადმოსვლა. (დაწვრილებით "ზღაპრებზე და რეალობაზე" იხილე ცოტათი ქვემოთ).
- ისწავლეთ განსაზღვროთ ის კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად შეაფასოთ საკუთარი თავი ან სიტუაცია; ნებისმიერი მონაცემები გადაიყვანოთ რაოდენობრივი მაჩვენებლების რეჟიმში (ფული, დრო).
- განივითარეთ ლოგიკა, შეაფასეთ სიტუაცია გონებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ გულიდან..
რომელი სავარჯიშოები დაგეხმარებათ ამაში?
სავარჯიშოები "მზიანი სახლის" საბაზო ტრენინგიდან, სავარჯიშოები - "პრეზენტაციის ობიექტური შეფასება", "სინამდვილეში აი ასეა!", "ზღაპრები და რეალობა", "მითხარი რას ფიქრობ?", "ვინ რაშია ძლიერი?"
ზღაპარი და რეალობა
ზრაპარი და რეალობა ცხოვრების აღქმის ორი ხერხია, ორი ფორმატი.
გამოგონება, ინტერპრეტაცია, წარმოსახვა.
აღქმის მეშვეობით ადამიანი ახდენს სამყაროს (სიტუაციის) დასრულებული ხატების ფორმირებას. თუ ამ სურათს რომელიმე ნაწილი აკლია - ადამიანი ეძებს, ასრულებს არსებულს ან იგონებს ახალს. ამასთან არის დაკავშირებული ის, რომ ერთი და იგივე მოვლენას თვითმხილველები ხშირად სხვადასხვანაირად აღწერენ ხოლმე. (ამაზე სუბიექტურ აღქმაში ვისაუბრებთ)
ზღაპარი შუშის ბურთულებზე
ბროლის მაგვარი შუშის ბურთულები ბავშვებისათვის იგივეა, რაც ოქროს ფილები ან ალმასები უფროსებისათვის. თუნდაც ერთი ოქროს ფილის ან ალმასის მოგება დიდი სიხარული და იღბალია, მაგრამ ერთი პატარა ბიჭის ცხოვრებაში მოხდა სრული სასწაული - ვარსკვლავები ისე წარმოუდგენლად განლაგდნენ, რომ მან შესვენებაზე ყველა ბურთულა მოუგო თავის ყველა თანაკლასელს.( "ზრაპარი შუშის ბურთულებზე").
Сказка о Стеклянных Шариках.
ფილმი «Амели».
გადმოწერე ვიდეოფორმატის დანიშნულება
ცხოვრებისეული მოვლენების ზღაპრის ფორმატში აღქმა ადამიანებისათვის ტიპიური და ბუნებრივია. ამ გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ზღაპარში ცხოვრობს.
მოვლენების რეალობის ფორმატში აღწერა - გაცილებით რთული და ნაკლებად განვითარებულ-გავრცელებული უნარია, რომელსაც სპეციალური მომზადება ესაჭიროება.
თუ ზრაპარი უფრო მდიდრული და ლამაზია, ვიდრე რეალობა, მაშინ ზრაპარში ცხოვრება უფრო ბუნებრივი და სწორი გადაწყვეტილებაა. და პრინციპში ასეც ხდება.
თუმცა თუ კონკრეტული ზღაპარი ნეგატიურია, გულს და სულს გტკენთ და ტრავმის მიზეზი ხდება, მაშინ უმჯობესი იქნებოდა მოვლენების აღქმის რეალობის ფორმატში გადასულიყავით. როგორც წესი, ძალიან ძნელია ისეთი მოვლენების გადახარშვა, როგორიცაა დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, თუმცა რეალობაში შეიძლება ეს არც თუ ისე დიდი მნიშვნელობის მოვლენები აღმოჩნდეს.
ზღაპრისა და რეალობის თემა განიხილება "მზიანი სახლის" "სულის სამყაროს" ტრენინგებზე.
ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
* აღქმის ძირითადი პოზიციები
* აღქმის ძირითადი პოზიციები
* პირველი - ჩემი ინტერესები
* მეორე - პარტნიორის ინტერესები
* მესამე - ობიექტურობა
* მეოთხე - სისტემური ხედვა
* მეხუთე - ანგელოზი
---
No comments:
Post a Comment