Friday, March 22, 2013

აღქმის პოზიციები


ნებისმიერ ცხოვრებისეულ მოვლენას ადამიანი უყურებს და აფასებს რაღაც კონკრეტული პოზიციიდან. ამას აღქმის პოზიციას უწოდებენ. ეს არის დამკვირვებლის მიერ თავის შიდა სივრცეში  შერჩეული პოზიცია დასაკვირვებელი ობიექტის მიმართ. ეს პოზიცია განსაზღვრავს რა ემოციები, რა შეგრძნებები უჩნდება ადამიანს ამა თუ იმ სიტუაციაში.
როცა ადამიანი გააზრებულად ცხოვრობს, იგი ავითარებს (და აქტიურად იყენებს) აღქმის შემდეგ ხუთ პოზიციას:
  • აღქმის პირველი პოზიცია. ადამიანი აღიქვამს სიტუაციას და ყველაფერს, რაც გარშემო ხდება, საკუთარი პოზიციიდან, საკუთარი ინტერესებიდან და საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე.
  • აღქმის მეორე პოზიცია. ადამიანი საკუთარ თავს სხვის "ტყავში" აყენებს და სამყაროს სხვა ადამიანის თვალებით ხედავს;  გამოდის იმ ადამიანის ინტერესებიდან და მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე .
  • აღქმის მესამე პოზიცია. აფასებს საკუთარ თავს და სიტუაციას ობიექტურად ანუ გვერდიდან, გარეშე დამკვირვებლის პოზიციიდან.
  • აღქმის მეოთხე პოზიცია. ბრძნული, ჩაღრმავებული, სტრატეგიული, სისტემური - და ამავე დროს პირადი მოსაზრებაც. შენ და მე - ერთად ვართ სისტემის ნაწილები.
  • აღქმის მეხუთე პოზიცია. ანუ ეგრეთწოდებული "ანგელოზის" პოზიცია - უანგარო და მხიარული ზრუნვა გარშემომყოფებზე. "მე იქ ვარ, სადაც ადამიანებს ვჭირდები!"

ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა პოზიციიდან დანახვა კარდინალურად ცვლის მოვლენების ხედვას, და ამასთან დაკავშირებულ ემოციებსა და განცდებს. ის, ვინც ყველაფერს ყოველთვის მხოლოდ ერთი პოზიციიდან უყურებს,  იმაზე ნაკლებს ხედავს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მოვლენებს სხვადასხვა კუთხიდან ჭვრეტს.. აღქმის პოზიცია არის ინსტრუმენტი, რომელიც ავითარებს გონიერებას. სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეცადეთ სხვადასხვა პოზიციებიდან შეაფასოთ  სიტუაცია.


  პოზიციების გააზრების შესაძლო მოდელი:

  • მე ასე ვხედავ.
  • შენ ამას სხვანაირად ხედავ.
  • გვერდიდან ეს აი ასე ჩანს...
  • თუ პერსპექტივებს და შორეულ შედეგებს გადავხედავთ, მაშინ სურათი სრულიად განსხვავებული, აი ასეთი იქნებოდა...

სავარჯიშო "აღქმის პოზიციები" 

რა ვქნათ? როცა არჩევანი გაქვს გასაკეთებელი ან გადაწყვეტილება მისაღები, დააფიქსირე აღქმის რა პოზიციიდან უდგები საკითხს ("შაბლონის სიბრმავე", "ჩემი ინტერესები", "პარტნიორის ინტერესები", "ობიექტურობა", "სისტემური ხედვა", "ანგელოზი") და როგორ მოიქცეოდი სხვა პოზიციაზე რომ იყო. საინტერესო დასკვნები შეიძლება გამოიტანო.


აღქმის ძირითადი პოზიციები
ჩვენს პროგრამაში ("მზიანი სახლის" პიროვნული განვითარების პროგრამა) გამოვარჩევთ აღქმის 5 ძირითად  პოზიციას, რომელიც ასეა დანომრილი:  ნულოვანი (აქტუალური სიტუაციის საკუთარი აღქმის იგნორირება), პირველი (პირადი ხედვა), მეორე (მე სხვა ადამიანის პოზიციაში), მესამე (გვერდითი დამკვირვებლის პოზიცია), მეოთხე (სისტემური ხედვა) და მეხუთე (ანგელოზის პოზიცია).

4 comments:

  1. ქეთი, მეხუთე პოზიცია თითქოს ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის და მინდა დავრწმუნდე, რომ სწორად მესმის. საუბარია იმაზე, რომ მე ვირჩევ რომელი პოზიციიდან შევხედავ სიტუაციას? ანუ რომელ პოზიციაშიც უფრო მეტად დავეხმარები სხვებს იმ პოზიციას ვირჩევ? საკუთარი ეგო სად არის ამ შემთხვევაში? ვაჩუმებ?

    ReplyDelete
  2. ნინ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას დავდებ, მით უფრო გასაგები გახდება ეს კონცეფცია. მანამდე გეტყვი, რომ მართალი ხარ - თავად უნდა წყვეტდეს ადამიანი როდის რომელ პოზიციაში იყოს. თუ ამოსავალ წერტილად ვტოვებთ იმას, რომ "რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, სიკეთის რაოდენობა სამყაროში უნდა მატულობდეს", მაშინ სწორედ ამის გათვალისწინებით ავირჩევდით პოზიციას. :) ჰოოო, ეგო - ето тяжолый случай. ამაზე დაწვრილებით და ვრცლად შემდგომ პოსტებში. მანამდე კი - შენც და მეც გავაგრძელოთ მუშაობას ბატონი ეგოს ეგოცენტრულობაზე....

    ReplyDelete
  3. განსაკუთრებით ამ წელს გამომივიდა 4 პოზიციის დამუშავება. სხვანაირად ვერ ავითვისებდი იმ სასწავლო მასალას რომელსაც გვაძლევდნენ. თან ისიც შევამჩნიე რომ ძალიან ბევრი გრძნობა ითიშება მა დროს. განსაკუთრებული "ის მეცოდება, ეს ბოროტია, აუ ის რა კარგია" და აშ. ვხედავ სურათს და ვხედავ იმ ძაფებს რა საიდან როგორ როდის და რატომ.

    ReplyDelete
  4. Respect and that i have a swell proposal: How Many Houses Has Hometown Renovated house renovation blog

    ReplyDelete