Friday, April 12, 2013

აღქმის მეხუთე პოზიცია - ანგელოზი


ანგელოზის პოზიცია აღქმის მეხუთე პოზიციაა. ამ პოზიციიდან სამყაროს აღიქვამენ სულიერად ჯანსაღი და უანგაროდ მოყვარული ადამიანები. ამ პოზიციის პრინციპებია: "იქ ვარ, სადაც საჭირო ვარ!",  "ყველაფერი რიგზე მაქვს. მიხარია თუ მოვახერხე თქვენი დახმარება და გული მწყდება თუ დახმარება ვერ შევძელი".

ანგელოზის პოზიცია ადამიანებთან მიმართებაში სულიერების გამოვლენაა, როცა შეგვიძლია სიყვარული გამოვასხივოთ და ვიზრუნოთ სამაგიეროს მიღების მოლოდინის გარეშე.  ამ პოზიციაში მცხოვრები ადამიანის მთავარი საზრუნავი გარშემომყოფი ადამიანები და მთლიანად სამყაროა თავისი მრავალფეროვნებით. "ვცხოვრობ, რათა დავეხმარო ღირსეულ ადამიანებს". ამ დროს ადამიანი უკვე თვითრეალიზებულად თვლის თავს, უკვე აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება და თვლის, რომ მისი ვალია სარგებლობა მოუტანოს სხვებს.


"მომაქვს რაიმე სარგებლობა ამ სამყაროში?  ვეხმარები ადამიანებს? რამდენს? შესაძლებელია უფრო მეტი სარგებლობა მოვიტანო? ვისთვის? როგორ?"
მთვარი ცხოვრებისეული საზრუნავი ანგელოზის პოზიციაში მყოფი ადამიანისათვის სიყვარული და სხვებზე ზრუნვაა.



 "მითხარი, პირადად შენ ეს გჭირდება?" - ფილმი «Святоша».
ამ ფილმში ჯი პირობას აძლევს რიკის რომ დაეხმარება და მატერიალური ანაზღაურება არც აინტერესებს. მისთვის მთავარია, რომ საქმე, რომელსაც მას ტელევიზიაში დააკისრებენ, ნამდვილად სჭირდებოდეთ ადამიანებს; თუნდაც რიკის.

ანგელოზის პოზიციაში მყოფი ადამიანის მიზანი გარშემომყოფების დახმარებაა, მაგრამ თუ მას სისტემური ხედვა ახასიათებს,  იგი თავადაც დიდ სიამოვნებას ღებულობს სხვებისთვის სიხარულის მინიჭებით, თუმცა წამყვანი მოტივი სხვების აღფრთოვანება კი არა, მისი საკუთარი შინაგანი მოთხოვნილებაა.


იგი არც იმას ცდილობს, დამალოს თავისი ნამოქმედარი და არც საკუთარი თავის რეკლამირებას ეწევა ამის ხარჯზე. ანგელოზის პოზიციაში მყოფი ადამიანი არ არის ამპარტავნობით დაავადებული. იგი საკუთარ თავს აღიქვამს როგორც ინსტრუმენტს, რომლის დანიშნულებაც სამყაროს გალამაზება და ადამიანების დახმარებაა.
ანგელოზს არ ავიწყდება იზრუნოს საკუთარ თავზეც, რამეთუ საკუთარ თავს აღიქვამს როგორც რესურსს (რაც უფრო დიდხანს გაგწვდება რესურსი, მით უკეთესი); ამისათვის კი ანგელოზს ესაჭიროება ჯანმრთელობა, მაღალი ემოციონალური ტონუსი, ფიზიკური და ემოციური ძალების დიდი მარაგი.
ანგელოზის პოზიცია კონკრეტულად ადამიანებისათვის  და ზოგადად კი სამყაროსათვის - ძალიან პროდუქტიული პოზიციაა.
ანგელოზის პოზიციაში მყოფ ადამიანს არა აქვს შინაგანი წინაღობები არც ხელმძღვანელის როლში და არც ქვეშევრდომის როლში ყოფნაზე. თუ საქმეს სჭირდება, თავისუფლად და უპრეტენზიოდ შეუძლია იყოს ქვეშევრდომი. თუ საქმეს სჭირდება, რომ ხელმძღვანელი იყოს - არაა პრობლემა, ისწავლის ლიდერობას და აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.
ანგელოზი ოჯახში - ტაქტიანი და კეთილშობილი ადამიანია. იგი ზრუნავს თავის ახლობლებზე, მშობლებზე, შვილებზე და ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას ყველას. თუ საქმე მოითხოვს, შეუძლია იყოს როგორც მკაცრი, ასევე რბილი და დამთმობი.

საინტერესოა, რომ ანგელოზის პოზიციაში ყოფნა თავად ადამიანსაც ეხმარება, იცავს მას, უზრუნველყოფს სულიერი სიმშვიდით. რადგანაც თავად პრობლემები არა აქვს (არაფერს არ აღიქვავს როგორ პიროვნულ პრობლემას), ზედმეტი ემოციების გარეშე და საღი გონებით შეუძლია მიუდგეს ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას. სამსახურიდან გამოუშვეს ზოგიერთების მდაბიო ინტრიგების გამო? ამ დროს საკუთარი თავი კი არა, ის ფირმა შეეცოდება, რომელმაც ასეთი კარგი თანამშრომელი დაკარგა.



ნახეთ ნაწყვეტი ფილმიდან  «Моя ужасная няня». მოწვეულ ძიძას არ აღელვებს უყვართ თუ არა იგი ბავშვებს მოცემულ მომენტში: იგი აკეთებს თავის საქმეს და სჯერა, რომ როდესმე მის ამაგს დააფასებენ. შეუძლებელია მისი წყენინება, რამეთუ შინაგანი პოზიტივი აქვს მუდმივად. არ ხარჯავს დროს საკუთარი სულიერი პრობლემების გადაჭრაზე, იმიტომ რომ ასეთი პრობლემები არ გააჩნია. არის მხოლოდ საქმე: ზრუნვა ბავშვებზე, და რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს არის მისი მთავარი საზრუნავი.

აღქმის სხვა პოზიციებთან შეხამებაში ანგელოზის პოზიცია ძალიან სასარგებლოა:  ასეთ ადამიანებს აფასებენ და უფრთხილდებიან როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებშიც.



ნახეთ ნაწყვეტი სერიალიდან "ჯივსი და ვუსტერი".  ჯივსი, როგორც მოსამსახურე, ანგელოზის პოზიციაშია პირველივე კადრებიდან. მისი საზრუნავი საკუთარ ბატონზე ზრუნვაა, რაც შეიძლება მაღალხარისხიანი ზრუნვა (ხანდახან მკაცრიც კი) - და სხვა არაფერი. შედეგი: ასეთ მსახურს ოქროს ფასი აქვს: ჯივსს თავად, საკუთარი სურვილით შეუძლია აირჩიოს ბატონი...


ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
აღქმის ძირითადი პოზიციები
ნულოვანი - შაბლონის სიბრმავე
პირველი - ჩემი ინტერესები
მეორე - პარტნიორის ინტერესები
მესამე - ობიექტურობა
მეოთხე - სისტემური ხედვა
---

გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის ვებ გვერდიდან.

No comments:

Post a Comment