Saturday, March 23, 2013

აღქმის ნულოვანი პოზიცია




0.
ალბათ გგონიათ, რომ ადამიანების უმეტესობა ყოველთვის საკუთარ თავზე და საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს; სამწუხაროდ ეს ასე არ არის! ადამიანების დიდი ნაწილი ისე ცხოვრობს და ისე მოქმედებს, რომ საერთოდ არ იწუხებს თავს ფიქრით; უხმოდ და უდრტვიველად ემორჩილება გარშემომყოფების და სიტუაციის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საუბარია საკუთარი პოზიციის არქონაზე, ანუ აღქმის ნულოვან პოზიციაზე.
აღქმის ნულოვანი პოზიცია არის საკუთარი აღქმის და ინიციატივის ჩანაცვლება აღქმისა და ქცევის არსებული სტერეოტიპული ნაკრებით. ნულოვანი პოზიცია გაუაზრებელი არსებობის, შაბლონური და გარედან მართვადი ქცევის საფუძველია. შეიძლება ითქვას, რომ ნულოვან პოზიცაში ადამიანი მოქმედებს როგორც რობოტი და ცხოვრობს არა საკუთარი, არამედ სხვისი ცხოვრებით.



თუ ადამიანი გაწვრთნილი ცხოველის დონეზე რჩება, არ ცდილობს შეიწოვოს და შეისრუტოს თავისი საზოგადოების კულტურული საგანძური და არ სურს მოქმედებაში მოიყვანოს საკუთარი სააზროვნო აპარატი, ცხოვრობს რეფლექსების, ინსტიქტებისა და თავსმოხვეული სოციალური შაბლონების მიხედვით იგი ვერაფრით ვერ აცდება აღქმის ნულოვან პოზიციას. ხანდახან ხდება, რომ საკმაოდ განვითარებული ადამიანები ეშვებიან ნულოვანი აღქმის პოზიციაზე, ვეღარ ხედავენ და ვეღარ ამჩნევენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და საკუთარ ინტერესებს. როცა ადამიანები ზარმაცდებიან, დაღლილები არიან და საკუთარ თავისუფლებას გამზადებულ სტერეოტიპებზე ცვლიან, ხდება ცოცხალი აღქმის ჩანაცვლება შაბლონური აღქმით, შემოქმედებითი აზროვნების - ინტელექტუალური შაბლონებით, თავისუფალი ურთიერთობა კი მასობრივი კულტურის სუროგატებით იცვლება...


ეს, როგორც წესი, კონფორმიზმის საფუძველი ხდება... (ამაზე მოგვიანებით ანუ სხვა დროს ვისაუბრებთ).



ნაწყვეტი ჩემი საყვარელი ფილმიდან "მკვდარი პოეტების საზოგადოება" - მცდელობა ნულოვანი პოზიციიდან პირველ პოზიციაზე გადასვლისათვის.


ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
აღქმის ძირითადი პოზიციები
---

გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის ვებ გვერდიდან.




No comments:

Post a Comment