Monday, April 29, 2013

"Pay it Forward" - "გადაუხადე სხვებს"

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია და ვთვლი, რომ ზუსტად პასუხობს "მზიანი სახლის" სულისკვეთებასა და ღირებულებათა სისტემას.




Pay It Forward არის 2000 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი, რომელიც ეფუძნება კატერინე რაიან ჰაიდის (  Catherine Ryan Hyde)  იგივე სახელწოდების ნოველას. ფილმში მონაწილეობას ღებულობენ: ჰეილი ჯოელ ოსმენტი (Haley Joel Osment ), როგორც სკოლის მოსწავლე ბიჭი, რომელმაც კეთილი საქმეების მოძრაობა წამოიწყო,  ჰელენ ჰუნტი (Helen Hunt ), როგორც მისი მარტოხელა დედა  და  კევინ სპეისი (Kevin Spacey ),  როგორც მისი სოციალური საგნების მასწავლებელი.



სოციალური საგნების გაკვეთილზე ტრევორ მაკკინეი და მისი თანაკლასელები მასწავლებელისაგან, მისტერ სიმონეტისაგან, ღებულობენ უჩვეულო დავალებას - შეცვალონ სამყარო. დაფაზე სწერია: "მოიფიქრე იდეა, რომელიც შეცვლიდა ჩვენს სამყაროს - და განახორციელე." მაშინ, როცა მისი თანაკლასელების უმეტესობა უინტერესოდ ჩაშტერებია მერხებს, ტრევორი აღფრთოვანებულია იმით, რომ  შესაძლებლობა ეძლევა შეცვალოს სამყარო...  

No comments:

Post a Comment