ცხოვრების სტილის მიხედვით ადამიანები შეიძლება დავყოთ უამრავ სხვადასხვა კატეგორიად, მათ შორის ისეთ კატეგორიებად, როგორიცაა: ადამიანი და ჯანსაღი ცხოველი, შემოქმედი და პარაზიტი, პროცესზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული, ტოროლები და ბუები, ინტრავერტები და ექსტრავერტები.
პიროვნების ეთიკური ტიპოლოგია ოთხ ფუნდამენტალურ ტიპაჟს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთისაგან ცხოვრების ეთიკური პრინციპებით განსხვავედბიან: მომხმარებელი, პარაზიტი, რომანტიკოსი და შემოქმედი. მომხმარებელი საკუთარ ხარჯზე ცხოვრობს, პარაზიტი - სხვის ხარჯზე. რომანტიკოსი ოცნებობს სხვების დახმარებაზე, შემოქმედი კი ამისათვის რეალურ პირობებს ქმნის.
თუ საკუთარი თავისთვის არ ვარ, მაშ ვისთვის ვარ? თუ მხოლოდ საკუთრი თავისთვის ვარ, მაშ ვისთვის ვარ? თუ ეხლა არა, მაშ როდის? - კითხულობს გიგელი.
პიროვნების ეთიკური ტიპოლოგია აღწერს არა პიროვნების ტიპებს, არამედ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას და კონკრეტულ სიტუაციაში ქცევის ხერხებს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სიტუაციური როლები, ცხოვრებისეული ტაქტიკები და ცხოვრებისეული ფასეულობები და ღირებულებები.
თუ ტიპოლოგია "შემოქმედი, მომხმარებელი, რომანტიკოსი და პარაზიტი" აღწერს ძირითადად სიტუაციურ ქმედებას, ტიპოლოგია "ადამიანი თუ ჯანსაღი ცხოველი" მთავარი ცხოვრებიეული მიმართულების არჩევანია.
ადამიანი და ჯანმრთელი ცხოველი
ჯანმრთელი ცხოველი არის მეტაფორა, რომელიც გამოხატავს ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ცხოვრებისეულ მიმართულებას - მხოლოდ საკუთარი სიამოვნების, საკუთარი სურვილების, საკუთარი საბაზო საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის ზრუნვა. როგორც წესი, ფუნდამენტური საჭიროებების ნუსხაში შედის "ჩემიანებზე" ზრუნვაც, ჩემიანებში კი მოვიაზრებ იმათ, ვინც ჩემს გამგრძელებლად მესახება. (ჩემი მეწყვილე, ჩემი ლეკვები, ჩემი ხროვა...)
გონიერი ზრუნვა საკუთარ თავზე
როცა ცხოვრობთ როგორც ადამიანი, ჩვეულებრივ, რამე მნიშვნელოვანის კეთების დროს საკუთარ ინტერესებს გარეთ გამოდიხართ. საბოლოო ჯამში ამას აკეთებთ არა თქვენთვის, არამედ ადამიანებისათვის; ეს რა თქმა უნდა სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ გიხარიათ და გეამაყებათ იმით, რასაც აკეთებთ. აქ ისიც იგულისხმება, რომ თქვენ გააზრებულად ზრუნავთ საკუთარ თავზეც, ინვესტირებას აკეთებთ საკუთარ განვითარებაში. თუ ინსტრუმენტზე არ ვიზრუნეთ, ვერც მოვახერხებთ მის სათანადოდ გამოყენებას. გარკვეულწილად თქვენც ინსტრუმენტი ხართ.
დამახინჯებული ადამიანი, გაფუჭებული ცხოველი
დამახინჯებული ადამიანი არის ადამიანი, რომელიც ოცნებობს რაღაცის შექმნაზე, - შემოქმედება და თავისუფლება სწყურია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არაფერს აკეთებს, არაფერს ტოვებს თავის მერე, ხანდახან კი აშკარად ამახინჯებს კიდეც ცხოვრებას როგორც საკუთარს, ასევე იმ ადამიანებისას, ვინც მის გარშემო არიან.გაფუჭებული ცხოველი არის ადამიანი, რომელიც ცხოველის ფორმატში ცხოვრობს, მხოლოდ თავისი საბაზო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული, მაგრამ ამასაც კი სიამოვნების მიღების გარეშე აკეთებს; არაფერი არ ეხალისება, არაფერი არ მოსწონს.
No comments:
Post a Comment