სწავლის ეტაპები
ანუ როგორ გადავიდეთ
უცნობიდან ცნობადისაკენ
სწავლის პროცესი
უსიამოვნო განცდებს ბადებს ხოლმე ადამიანებში და ამის მიზეზი ხშირად ამ პროცესში დაშვებული
შეცდომებია. ადამიანებს გვახასიათებს თვითგანკიცხვა „არ გამომდის“, „ისე
ვერ ვაკეთებ როგორც საჭიროა,“ „ვერასოდეს ვისწავლი ამას,“ და ა.შ.
ამ დროს სწორედ
შეცდომების დაშვებაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი ეტაპი სწავლის პროცესში. იმის ცოდნა,
თუ რა სტადიებს გავდივართ სწავლის პროცესში, განსაკუთრებით უნარ-ჩვევების შემუშავებისას, დაგეხამრებათ გაცნობიერებულად მიუდგეთ ამ საკითხს
და თავიდან აირიდოთ ზედმეტი ემოციურობა.
პირველი
საფეხური: არ იცით ის რაც არ იცით - გაუცნობიერებელი
არაკომპეტენტურობა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თქვენ ვერ აცნობიერებთ რომ გაქვთ სასწავლო საჭიროება. შეიძლება გქონდეთ შეგრძნება რომ რაღაც გესაჭიროებათ, მაგრამ ეს ძალიან ბუნდოვანია. მაგალითად არ ვიცი მანქანის ტარება, მაგრამ ეს მაინცადამაინც არ მაღელვებს, არ დამდგომია იმის საჭიროება რომ მანქანის ტარება მესწავლა.

მეორე
საფეხური: იცით რომ რაღაც არ იცით - გაცნობიერებული არაკომპეტენტურობა
ამ ეტაპზე უკვე აცნობიერებთ სასწავლო საჭიროებას. უკვე იცით, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ ჯერ არ იცით როგორ გადაჭრათ, არა გაქვთ საჭირო ცოდნა და თვითრწმენა. იმდენად დიდი ჩანს ასათვისებელი მასალა, შესასწავლი საგანი რომ ჩნდება შიში.. ზემოთმოყვანილ მაგალითს თუ გავაგრძელებთ - გავაცნობიერე, რომ მანქანის ტარება არ ვიცი, არადა მჭირდება. ეს არცოდნა უკვე მაწუხებს და ვეძებ გზებს როგორ ვისწავლო ის რაც მჭირდება. აი სწორედ აქ იწყება სწავლის პროცესი.

მესამე
საფეხური: იცით რა აკეთოთ და შეგიძლიათ აკეთოთ ეს გააზრებულად - გაცნობიერებული ცოდნა.
ამ ეტაპზე სწავლა იოლდება. ჩნდება თვითრწმენა - „“ამის გაკეთებას ნამდვილად შევძლებ“. ვიცით როგორ მოვაგვაროთ არსებული პრობლემა და გადამწყვეტი აქ გამეორება, პრაქტიკა და ხელშეწყობაა. მანქანის ტარების მაგალითზე აქ ის ეტაპია, როცა მანქანის ტარება კი დავიწყეთ, მაგრამ ყველა მოძრაობა მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებ.

მეოთხე საფეხური: არ იცით ის რაც იცით, ანუ ამას აკეთებთ დაფიქრების გარეშე - გაუცნობიერებელი ცოდნა.
აი აქ გაუაზრებლად ვაკეთებთ იმას, რაც უკვე რეფლექსად ჩამოყალიბდა სწავლის პროცესში - ვატარებთ მანქანას, მაგრამ არ გვჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, რამეთუ ეს უკვე უნარ-ჩვევაა. უკვე იმდენად კომპეტენტური გახდით ამ საკითხში, რომ გაუცნობიერებლად აკეთებთ ამას. კიდევ ერთი მაგალითი გაუცნობიერებელი ცოდნისა არის მშობლიურ ენაზე მეტყველება.

No comments:
Post a Comment