Friday, November 14, 2014

ადამიანის ცხოვრებისეული ფილოსოფია

თქვენი ცხოვრების მიმართულება

(ფრაგმენტები ნ. კოზლოვის წიგნიდან "წარმატების ფორმულა, ანუ ეფექტური ადამიანის ცხოვრების ფილოსოფია". თარგმნა თათია გოგიშვილმა )

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკუთარი ცხოვრება და წარმატება შეიძლება ააშენო საკუთარი ძალისხმევით, ან შეიძლება ეს გააკეთო სხვის ხარჯზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც განსაზღვრავს თითეული ადამიანის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას:

                      საით, რაზეა მიმართული თქვენი წარმატება?
                      ვისთვის, რისთვის ცხოვრობთ თქვენ? 







ზოგიერთი ადამიანი ზრუნავს მხოლოდ საკუთარ თავზე და ზოგჯერ ახლობლებზე, ისიც მხოლოდ იმათზე, ვინც თავის მხრივ ზრუნავს მათზეც. ნებისმიერი სხვა - უცხოა, რომელიც შეიძლება გამოიყენო მაშინ, როცა  ეს შენთვის მოსახერხებელია - ისევე, როგორც სკამი, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოვწევთ, დავჯდებით, ვიჯდებით, სანამ გვჭირდება, შემდეგ ავდგებით და სკამს ისევ შევწევთ თავის ადგილას - ის ჩვენ აღარ გვჭრდება. საქმიანი ადამიანი სწორედ იმით განსხვავდება უსაქმურისგან, რომ შეუძლია რეალურ სიტუაციაში მისთვის გამოუსადეგარი ადამიანი ისევე მოიცილოს, როგორც სკამი, რომელიც აღარ სჭირდება, რადგან ამ სიტუაციაში ერთადერთი მისთვის საინტერესო ადამიანი არის მხოლოდ თავად იგი. ამ ტიპის ადამიანების სლოგანია ლუდოვიკო მეთხუთმეტის მიერ ნათქვამი ფრაზა: „ჩვენს შემდეგ - თუნდაც წარღვნა მოსულა!“

მეორეს მხრივ არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ მათ გარშემო მყოფნიც ცოცხალი ადამიანები არიან და მათაც უნდათ ჭამა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მათაც აქვთ საყვარელი საქმე და ოცნებები, სევდა და სიხარული, იმედი და რწმენა... ასეთ ადამიანს ესმის, რომ ის არის არა მხოლოდ კოსმიური სივრცის უნიკალური ერთეული, არამედ, ამავე დროს კაცობრიობის სიტორიის დანვითარების შედეგი და მისი გამგრძელებელიც, რომ თავად მასაც შეუძლია შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ განვითარებაში. თუ ადამიანებს ვყოფთ პარაზიტებად და შემოქმედებად, შეგვიძლია შევადგინოთ შემდეგი ცხრილი, რომელიც გამიჯნავს ადამიანებს ცხოვრების საშუალებებისა და მიმართულებების მიხედვით:


ცხრილი: ცხოვრების საშუალებები და მიმართულებები



ზრუნვა  (პირველ რიგში)


საკუთარი თავის ხარჯზე

სხვების ხარჯზე

საკუთარ თავზე

მომხმარებელი


პარაზიტი

ადამიანებსა და ცხოვრებაზე

შემოქმედი


რომანტიკოსი


სიტუაციები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: ცხოვრება ხან ლმობიერია ჩვენს მიმართ, ხან კი ულმობელი, ხან შუბლებით გვაჯახებს, ხან კი თანამშრომლობის პერსპექტივებს გვიხსნის. როგორ იქცევიან ამა თუ იმ სიტუაციებში ზემოთ ჩამოთვლილი ტიპაჟები? მივყვეთ დეტალურად:

ჩვეულებრივი, არც თუ მარტივი ცხოვრება 

ჩვეულებრივი, ანუ არც თუ ისე მარტივი ცხოვრებისპირობებში, როდესაც ცხოვრება არც დღესასწაულია,თუმცა არც უბედურებაა, საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა იცის, როგორ მოიქცეს, რომ ყველაფერიქონდეს და ამის გამო არ მოხვდეს J თუ ადამიანი ასე ცხოვრობს, მაგრამ ცხოვრობს საკუთარ ხარჯზე,ის ჩვეულებრივი მომხმარებელია, 
იგი თანამედროვე საზოგადოების საფუძველია. 

ხოლო თუ ადამიანი ყოველთვის ეძებს საშუალებას იცხოვროს სხვის ხარჯზე, მაშინ ეს არის ჩვენთვის  ნაცნობი პარაზიტი და მისი სლოგანია „აბა,  ამჯერად  ვინ მაჭმევს“ (ამდენად, ეს ადამიანი ექსპლუატატორიცაა).

რომანტიკოსი  ამ სიტუაციაში ფიქრობს არა საკუთარ თავზე, არამედ განიცდის ცხოვრების არასრულყოფილებას - „ეს რა უბედურებაა, როგორ ვცხოვრობთ, მეგობრობა დაგვავიწყდა, სიყვარული გაქრა, განა ასე შეიძლება?“ შედეგად რას ვღებულობთ? - ავიღოთ ბოთლი და დავლიოთ, მერე კიდევ დავლიოთ, მერე გიტარის თანხლებით დავლიოთ და  ვიმღეროთ სიმღერები ნამდვილ სიყვარულზე ნამდვილ მეგობრებთან ერთად და ვიოცნებოთ ნამდვილ  მშვენიერ ცხოვრებაზე, რომელიც ჩვენთანაც მოვა ოდესმე.....


შემოქმედიც,  რომანტიკოსის მსგავსად, განიცდის ცხოვრების არასრულყოფილებას, მაგრამ, რომანტიკოსისაგან განსხვავებით, ის სიმღერებს კი არ მღერის და სასწაულს კი არ ელის, არამედ მიმართავს ქმედებას და აკეთებს იმას, რაც მასზეა დამოკიდებული, აკეთებს ყოველდღიურად - ენერგიულად, მიზანსწრაფულად და მოქნილად. საინტერესოა, რომ ადამიანის ძალისხმევამ მართლაც შეიძლება ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული, ხარისხიანი, ლამაზი, სუფთა და მოხერხებული თავად ადამიანისთვის. თავდაპირველად ეს შეიძლება განხორციელდეს ერთ კონკრეტულ სახლში, ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, ერთ კონკრეტულ ქალაქში თუ ქვეყანაში. რატომ მოგვწონს შვეიცარიაში ცხოვრება? იმიტომ, რომ იქ ცხოვრება კარგადაა გაკეთებული, რეალურად, სწორედაც რომ გაკეთებული.


Ø  რომანტიკოსი - ოცნებობს ღირსეულ ცხოვრებაზე!
Ø  შემოქმედი - ქმნის ღირსეულ ცხოვრებას!
Ø  მომხმარებელი - მუშაობს საკუთარი თავისთვის!
Ø  პარაზიტი (ექსპლუატატორი) - აბა, მომემსახურეთ!

ზოგადად, მომხმარებლისა და შემოქმედის ერთმანეთში არევა ადვილია, ვინაიდან შემოქმედიც რეგულარულად ჭამს და  მომხმარებელიც  რეგულარულად ქმნის. მთავარი განსხვავება აქცენტებშია - რა რისთვის კეთდება? მომხმარებელი ქმნის აუცილებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ იმისთვის, რომ მოიხვეჭოს, შეიძინოს და გამდიდრდეს, ხოლო შემოქმედი  მოიხვეჭს, იძენს და მდიდრდება იმისთვის, რომ რაღაც შექმნას. ერიხ ფრომი კითხვას ასეთ ფორმულირებას უკეთბს: „არჩევანი კეთდება ქონასა და ყოფნას შორის“, ხოლო ბრეგის ფორმულირება კიდევ უფრო მარტივია - „იცხოვრო იმისთვის, რომ ჭამო, თუ ჭამო იმისთვის, რომ იცხოვრო“.
არეულობას იწვევს ისიც, რომ შემოქმედმა, ადამიანებზე და ცხოვრებაზე ზრუნვისას, არ უნდა დაივიწყოს საკუთარი თავიც - ისიც ხომ ამ ცხოვრების ნაწილია და არც თუ უკანასკნელი. ბევრ შემთხვევაში საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ ადგილზეც კი დგას, ვინაიდან სავსებით ბუნებრივია პირველ რიგში იზრუნო ყველაზე ახლობელ ადამიანებზე. და ვინ არის საკუთარ თავზე ახლობელი?! სავსებით ბუნებრივია იზრუნო საკუთარ თავზე და საკუთარ საქმეზე, თუმცა მნიშვნელოვანია გამოკვეთო თუ რატომ და ვისთვის აკეთებ ამას - საკუთარი თავისთვის თუ ცხოვრებისთვის?!



როდესაც ცხოვრება დღესასწაულია

ბედნიერი ბავშვი. ვინაიდან მომხმარებელს ყველაზე მეტად უყვარს სიამოვნება და გართობა, თავისუფალი დროის, ძალისა და რესურსის ქონის მდგომარეობაში ის იწყობს დღესასწაულს - ვაშა!!! იხსნება შამპანური, ისმის ჭიქების წკრიალი და ა.შ. თუ მკაცრად შევაფასებთ, ცხოვრებისეული დღესასწაულის დროს სიხარულით ნადგურდება ყველაფერი, რაც მოპოვებულ და დაგროვილ იქნა სამუშაო პერიოდში. და რაც უფრო მეტს ვანადგურებთ, მით უფრო დიდია დღესასწაული და ეს ყველაფერი პატიოსნად კეთდება, რადგან ყველაფერი თავად მომხმარებლის მოპოვებულია. ამ დღესასწაულის დროს ყველა და ყველაფერი ლამაზია.

მუხრუჭების გარეშე. დღესასწაულია კარგია მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რამდენი უნდა დალიიოს და როდის უნდა დაიშალნონ. მაგრამ თუ დღესასწაულის კულტურა არ გაგვაჩნია, მაშინ სიხარულის ნაცვლად გაჩნდება პრობლემები - ვიღაც, აზარტის მოზღვავებისას, წააგებს კაზინოში სხვის ფულს; ვიღაც მთვრალი დაჯდება ჯიპის საჭესთან და დეჯახება გაჩერებაზე მჯდარ მოქალაქეს.

ნაღვლიანი.  თუმცა ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც პრინციპულად წინააღმდეგია ყოველგვარი დღესასწაულის:“როგორ შეგიძლიათ გაიხაროთ და იმხიარულოთ, როცა ანგოლაში ბავშვები შიმშილობენ?!“ ეს ჰუმანურად განწყობილი ადამიანი ზრუნავს ყველაზე, თუმცა, ფაქტობრივად ყოველდღიურად საკუთარ თავსა და სხვებსაც უზღუდავს დღესასწაულის განცდის შესაძლებლობას. ამ დროს ცხოვრების დღესასწაულოდ ქცევა უწევს ვიღაც სხვას.

ბიზნესმენი. შემოქმედს დღესასწაულები უყვარს - როგორც იქნა, მას გამოუჩნდა თავისუფალი დრო, ძალა და ფული. ეს მისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რადგანაც შეუძლია მთელი თავისი დრო, ძალა და ფული მოახმაროს მათ, ვინც ამის ღირსია, ანუ ჩადოს ფული მათში, ვისში ჩადებასაც აქვს აზრი.

Ø  ნეღვლიანი - ბედნიერება ყველას ხვედრი არაა!
Ø  ბიზნესმენი - ვეხმარები ღირსეულებს!
Ø  ბედნიერი ბავშვი - ვზეიმობ, ვსიამოვნებ, ვერთობი!
Ø  მუხრუჭების გარეშე - ხვალ თუნდაც წარღვნა დაწყებულა!

როდესაც ცხოვრება მძიმეა

უდაოდ - ცხოვრება მძიმეა. მომხმარებელმა იცის, რომ საჭიროა თვითგადარჩენა და ძალისხმევას არ იშურებს (ზოგჯერ ჰეროიკულადაც კი), რომ რაღაც მაინც გადაარჩინოს (თუნდაც საკუთარი თავისთვის - ეს მაინც გმირობაა).

პარაზიტისთვის  სიტუაცია უფრო მარტივია - იგი ირგებს ტანჯულის როლს, წუწუნებს, ტირის, თუმცა სერიოზულად არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს.

რომანტიკოსი შეხედავს ამ საძაგელ სიტუაციას და ამაღლებულად წარმოთქვამს: „არ შეიძლება ადამიანმა ასე იცხოვროს!“, ხოლო კითხვა - „ვინ უნდა გამოასწოროს ეს სიტუაცია?“ მას აღარ აწუხებს და ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს...

შემოქმედი  საკუთარ ხელში იღებს სიტუაციაზე კონტროლს, აკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა დაეხმაროს მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და მართლაც საჭიროებს დახმარებას; ეხმარება არა იმათ, ვინც ყველაზე ხმამაღა ყვირს, არამედ მათ, ვინც მართლა საფრთხეშია.

Ø  თვითმკვლელი -ასე ცხოვრება წარმოუდგენელია!
Ø  დამხმარე - ვეხმარები დაუძლურებულებს!
Ø  გადარჩენაზე ორიენტირებული - უნდა გადავირჩინო საკუთარი თავი!
Ø  ტანჯული - ვწუწუნებ, ვტირი, ვცხოვრობ ძველებურად სხვის ხარჯზე!

როცა ცხოვრება შუბლებით გვაჯახებს

ცხოვრებისეული ფილოსოფია ყველაზე ნათლად იკვეთება შუბლებით შეჯახების სიტუაციაში - რომლის იქნება ეს გემრიელი ლუკმა - შენი თუ ჩემი?! მე დავთმო თუ შენ დამითმობ? შენი თუ ჩემი ინტერესი მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად?!

ჩვეულებრივი ეგოისტი, როდესაც სიტუაციიდან გამოდის რაღაც სახარბიელო, ამოირჩევს იმას, რაც მას მოსწონს და ცდილობს დაისაკუთროს. მაშინ, როცა საკუთარი თავის მსხვერპლად გამღები ალტრუისტი  ღელავს - „ხომ არ გამომრჩა რამე, ხომ ყველაფერზე ვთქვი უარი?!“ წესიერი ადამიანი ანუ სოციოცენტრისტი ზრუნავს იმაზე, რომ დაცული იყოს ყველას ინტერესი.

განსაკუთრებული ადგილი უკავია ამ სიტუაციაში სოციოპათს,  რომელიც ღელავს არა იმდენად იმაზე, მიიღო თუ არა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა, რამდენადაც იმაზე, ნამეტანი ბევრი ხომ არ მიიღეს სხვებმა. ყოფით დონეზე ეს ასე ჟღერს - „მე არ მჭირდება მეორე ძროხა, მე მჭრდება, რომ მეზობლის ძროხა მოკვდეს!“ J საზოგადოების მასშტაბით - იმისათვის, რომ არ იყვნენ ღარიბები, სოციოპათი ანადგურებს მდიდრებს - ესეც ცხოვრებისეული ფილოსოფიაა....

Ø  ალტრუისტი - სხვა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია!
Ø  სოციოცენტრისტი - ყველას ინტერესის გათვალისწინება!
Ø  ეგოისტი - ვიბრძვი საკუთარი გამარჯვებისთვის!
Ø  სოციპათი - არც მე და არც ხალხს!

როდესაც ცხოვრება გვთავაზობს კავშირს

როდესაც ცხოვრება გვთავაზობს კავშირს, ყველა ჩვეულებრივი მომხმარებლები  ხროვდებიან ერთად - „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის და ყველა უცხოს წინააღდეგ!“ კორპორატიული კულტურის აღზრდა, როგორც წესი, ეს არის თანამშრომლებისთვის მიკუთვნებულობის განცდის გამომუშავება - „ჩვენიანების ერთგულნი ვართ! ჩვენ არ ვიყიდებით!“, რაც ნებისმიერ გუნდს - ოჯახს, ბანდას, თუ ფირმას - ანიჭებს მეტ ბრძოლისუნარიანობას და სიცოსხლისუნარიანობას.

პარაზიტი  ირჩევს სხვა გზას - სანამ აწყობს, ის მიეტმასნება და ელაქუცება ძლიერებს, თუმცა ყოველთვის მზადაა ოცდაათ ვერცხლად გაყიდოს თავისიანები, კრიტიკულ სიტუაციაში კი მიატოვოს და უღალოტოს კიდეც. მისი კვალიფიკაციაა „ნაძირალა, მშიშარა და გამყიდველი“.

რომანტიკოსი  არასოდეს გიღალატებთ, თუმცა კორპორატიული კულტურის დისციპლინა მას გულზე არ ეხატება. იგი ირჩევს დამოუკიდებლობას ანუ „თავისუფლებას რაღაცის-გან“. მისი საყვარელი დამცავი თეზისია - „მე არავისი არაფერი მმართებს!“ მისი მიმდინარე თეზისია - „თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ!“, ხოლო მთელი მისი პროგრამა აგებულია ნეგატივზე: იკამათოს - „არაფერი მსგავსი!“, დაარღვიოს - „მე კი შემიძლია...“, და დიცვას საკუთარი სურვილები!

შემოქმედმა იცის მუშაობა გუნდში, შეუძლია იყოს ერთგული, თუმცა მისი ერთგულება არ არის ბრმა. მისი „ჩემიანები“ კარგები არიან არა იმიტომ, რომ „ჩემიანები“ არიან, არამედ იმიტომ, რომ მართლა ღირსეული ადამიანები არიან და აკეთებენ მართლაც ღირსეულ საქმეს. მან აირჩია ეს ხალხი, ეს კომპანია, ეს საქმე და ახლა ის აკეთებს საყვარელ საქმეს და აქვს მოვალეობები, რომლებითაც ამაყობს. შემოქმედი ირჩევს „თავისუფლებას რაღაცის-თვის!“

Ø  დამოუკიდებელი  რომანტიკოსი- ირჩევს „თავისუფლებას რაღაცის-გან“!
Ø  შემოქმედი - გააზრებულად ირჩევს „თავისუფლებას რაღაცის-თვის!“
Ø  მომხმარებელი - თავისიანებისადმი ერთგული!
Ø  პარაზიტი - მლიქვნელი და მოღალატე! 


რეზიუმე
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს იმ ტიპაჟებს, რომლებიც აქ განვიხილეთ. აზრი არ აქვს ეცადოთ ზუსტად განსაზღვროთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, სუფთა სახით ტიპაჟები არ არსებობს, ნებისმიერი ჩვენგანი სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში შეიძლება იყოს ხან მომხმარებელი, ხან შემოქმედი, ხან პარაზიტი და ხანაც რომანტიკოსი. მთელი დედა-აზრი იმაშია, რომ, ვიცით რა ეს ტიპაჟები, ჩვენ შეგვიძლია, მთელი პასუხისმგებლობით, ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, რათა პატიოსნად გავაანალიზოთ სხვადასხვა სიტუაციაში რეალურად როგორ  და ვის როლში ვავლენთ თავს.




No comments:

Post a Comment