კონფლიქტოგენები
და სინტონები
“წიგნი იმათთვის, ვისაც უყვარს ცხოვრება ანუ პიროვნული ზრდის ფსიქოლოგია”
- ნიკოლოზ კოზლოვი
მოლოდინების წრეები ანუ რა არის არის სინტონები
და რა - კონფლიქტოგენები
… ის, რაც ერთ სიტუაციაში კონფლიქტოგენია,
მეორე სიტუაციაში შეიძლება ნეოტრალური ქმედება იყოს. და ერთი ადამიანისათვის სინტონი
შეიძლება მეორისათვის კონფლიქტოგენი აღმოჩნდეს.
მაშინ ჩნდება კითხვა - არსებობს
თუ არა ზოგადად მიღებული სინტონების ჩამონათვალი? და ტიპიური კონფლიქტოგენების?
არა?
აღმოჩნდა რომ თურმე არსებობს.
მაგრამ არა ერთი, არამედ სამი, ურთიერთობების სამი ძირითადი ტიპიდან გამომდინარე:
Ø
ნორმალური ადამიანები;
Ø
მეგობრები;
Ø
ადამიანები, ვისაც
უყვართ ერთმანეთი.
მე ვამჯობინებ ამ ტიპებს მოლოდინის
წრეები დავარქვა, რადგან სწორედაც რომ მოლოდინი განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებებს.
და იმისათვის, რომ არა მხოლოდ გასაგები, არამედ თვალსაჩინოც იყოს, ამას ყველაფერს წრეებით
გამოვსახავ. ქვემოთ ყველაზე დიდი წრე იქნება.
·
ნორმალური ადამიანების
წრე, ისეთები როგორებიც ვართ თქვენ და მე. ჩვენ რა თქმა უნდა ბევრნი ვართ. ამ წრის
გარეთ დარჩენილებიც ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ადამიანებად არ მივიჩნევთ.
“ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები
ვართ” წრის ზემოთ არის წრე “ჩვენ მეგობრები ვართ”, ასეთები უფრო ცოტანი არიან ბუნებრივია.
ყველაზე პატარა და ყველაზე მაღლა
მდგომი წრე არის წრე “ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი”.
ამრიგად, სინტონად ჩაითვლება
ნებისმიერი მზრუნველობითი, მეგობრული ქმედება იმათ მიმართ, ვინც თვლის რომ თქვენ ერთმანეთისთვის
არაფერს წარმოადგენთ. ანუ უბრალოდ ნორმალური
ადამიანები. მაგრამ თუ იმას, ვინც თქვენ მეგობრად გთვლით, თუნდაც წამიერად რომ მოექცეთ
როგორც “უბრალოდ ადამიანს” -თქვენი ქმედება კონფლიქტური იქნება.
თუ მეგობარს ისე მოექცევით,
როგორც შეყვარებულს - ეს სინტონია, ხოლო თუ შეყვარებულს ისე მოექცევით როგორც უბრალოდ
მეგობარს, ბოდიში, მაგრამ ეს უკვე კონფლიქტოგენია.
·
ყველაზე უსიამოვნო
აქ ის არის, რომ როგორც ჩანს, შეყვარებულებს შორის სინტონები უკვე აღარ არსებობს: ამაზე
მაღლა ურთიერთობების აწევა უბრალოდ შეუძლებელია. აი კონფლიქტგენი კი უკვე ნებისმიერი
რამ შეიძლება გახდეს.
ამ მოლოდინების წრეებთან დაკავშირებული
სიტუაცია იმდენად საინტერესოა, რომ უფრო დაწვრილებით მინდა ამაზე მოგიყვეთ.
·
თავის დამცავი კომენტარი:
როცა სიყვარულზე და მეგობრობაზე ვსაუბრობ, ამას აღვწერ ისე, “როგორც არის”, ისე, როგორც
ეს ცხოვრობს ჩვენს დღევანდელ რეალურ კულტურაში, და არა ისე, როგორც მე გამეხარდებოდა
ან თქვენ, ან როგორც ჩვენ ღირსეულად და მიზანშეწონილად ჩავთვლიდით.
მოლოდინის წრე “ჩვენ ნორმალური ადამიანები
ვართ”
ეს ადამიანი უბრალოდ თქვენი
ნაცნობია, თქვენ რამდენიმე ფრაზა გაცვალეთ და მიხვდით, რომ მეტი არც გჭირდებათ. უცნაური
იქნებოდა იმისი მოლოდინი, რომ დაბადების დღეზე ყვავილების თაიგულს მოგიტანს, მაგრამ
თუ საუბარში გაიგონებს, რომ დღეს დაბადების დღე გაქვს - გაგიღიმებს
და მოგილოცავს.
·
ჩვენ ხომ ადამიანები ვართ!
თუ ნორმალური ადამიანები ვართ, ბუნებრივია რომ ადამიანების წრეში (და მათ
შორის ჩემს წინაშეც) იცავ ზრდილობის წესებს და არ იფურთხები მარცხენა მხრის მიმართულებით
თუ იცი, რომ მე ვდგავარ შენს მარცხენა მხარეს, და მეც უმიზეზოდ და გაფრთხილების
გარეშე ცხვირში არ გირტყავ.
·
ხოლო თუ გირტყავ გაფრთხილების გარეშე, და ვთვლი, რომ
ეს ნორმალურია, შენ ჩემთვის არ ხარ ადამიანი.
ადამიანები “წრის მიღმა”
ბევრი ხელმძღვანელისათვის, დამლაგებელი, რომელიც საღამოთი მის სამუშაო
კაბინეტს ალაგებს, იმაზე მეტს არ ნიშნავს, ვიდრე კონდიციონერის ხმაური, და ამ ქალისადმი
მადლიერების გამოხატვა მისთვის ისეთივე უცნაურია, როგორც სამუშაო დღის დასაწყისში კაბინეტში
მდგარი კარადის მისალმება.
·
დამლაგებელი მისთვის ადამიანი კი არა, მარია პეტროვნა
კი არა, არამედ უბრალოდ რაღაც არსებაა, რომელსაც თან მტვერსასრუტი დააქვს.
და თუ მარია პეტროვნა ამას გაგებით ეკიდება და ღებულობს, მაშინ მას ეს
არც სწყინს და შეურაწყოფად არ ღებულობს.
მაგრამ რა მოხდება, თუ უფროსი მას გაუღიმებს და მიესალმება? ბუნებრივია
ეს მისთვის იქნება “თავზე ხელის გადასმა”, ეს იქნება სინტონი. მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდა,
რაღაც დროის შემდეგ დამლაგებელი მარია პეტროვნა მიეჩვევა მოვლენების ასეთ განვითარებას
და ეს მისთვის აღარ იქნება საჩუქარი: სრულიად მოსალოდნელია რომ ამ დროს მან თავი ჩასვას
წრეში, რომელსაც ჰქვია “ნუ ჩვენ ხომ ნორმალური ადამიანები ვართ” და მის მიმართ, როგორც
ადამიანის მიმართ დამოკიდებულება, მისთვის ნორმად გადაიქცევა.
·
და ამიტომ, როცა მას ისევ ვერ შეამჩნევენ და არ მიესალმებიან
- ბუნებრივია ეწყინება.
ჩვენ მეგობრები ვართ
წრეებს შორის “ჩვენ ნორმალური
ადამიანები ვართ” და “ჩვენ მეგობრები ვართ” უამრავი შუალედური ფენები შეიძლება იყოს,
როგორიცაა “ნაცნობი”, “ამხანაგი”, “უბნელი”, “სკოლელი”, თუმცა ყველა ეს ფენა ხაზს უსვავს
“ჩვენ მეგობრები ვართ’ წრის განსაკუთრებულ მდგომარეობას.
მეგობარს, თუ ეს მართლა
მეგობარია, და არა უბრალოდ ნაცნობი, ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. მე, როგორც მეგობარს
უფლება მაქვს შენს ყურადღებაზე, მაშინ, როცა ეს მე მჭირდება, ანუ ყოველთვის, და შენს
დახმარებაზე ჩემი საჭიროებებიდან გამომდინარე და არა შენი განწყობიდან. მართალია ეს
ყველაფერი სიმეტრიულად უნდა ხდებოდეს, და ჩემი გაზრდილი უფლებები წონასწორდება შენს
მიმართ ჩემი გაზრდილი პასუხისმგებლობებით. მეგობარი - ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.
ჩვენ გვიყვარს
ერთმანეთი
სიყვარული - გაცილებით უფრო
რთულია ვიდრე მეგობრობა, სიყვარულში მოლოდინის თამასა გაცილებით მაღლა დგას: ჩემი ცხოვრება
შენი ცხოვრება უნდა გახდეს, შენი კი - ჩემი ცხოვრების ნაწილი.
შენ უნდა გრძნობდე რა მაქვს
სულში...
·
ეს სრულიად შესაძლებელია თუ მთელი შენი ყურადღება ჩემზეა
მოჯაჭვული. თუ მე ეხლა შენი ცხოვრების ცენტრი ვარ.
ჩემი დღესასწაულები შენ
უკეთ გახსოვს.
·
ეს გაცილებით მეტია ვიდრე მეგობრობაში: მეგობრისთვის
საკმარისია უბრალოდ ცოცხლად და სწრაფად გამომეხმაუროს როცა შევახსენებ. სიყვარულში
კი შეხსენება უკვე დამამცირებელია - თუ ვუყვარვარ, შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს.
მას ახსოვს, რადგან ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს.
როცა ჩემსა და მათ შორის
არჩევანზე მიდგება საქმე (ყველა დანარჩენ ადამიანებს ვგულისხმობ) არც კი უნდა შეყოყმანდე.
·
შენი არჩევანი ვარ მე და მხოლოდ მე.
და როგორც წესი შემოდის
აკრძალვა სხვა ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებზე. კომერციულ ენაზე თუ გადავიყვანთ,
სიყვარული მეგობრობისაგან განსხვავდება ელიტარული ასორტიმენტით, კერძოდ კი: ემატება
მოლაპარაკებები ძვირფასეულობის შესახებ, მაგალითად სრული ნდობის ან სექსის გაცვლა-გამოცვლა.
·
რაც უფრო დეფიციტურია, მით უფრო ადვილად გადადის ძვირფასეულობის
კატეგორიაში.
და თუ ეს ჩვენი ძვირფასეულობაა,
უნდა დავიცვათ: შემოდის ექსკლუზიურობის მთხოვნა: “ეს მხოლოდ შენთვისაა. ეს - მხოლოდ
ჩვენია”.
აი ასე, ჩემო კარგო, ჩემო
ძვირფასო!!!!
მორალი, ანუ
პრაქტიკული დასკვნები
თუ ვინმე რამეს გიშავებთ,
ეს სულაც არ ნიშნავს რომ მისი ქმედება თქვენს მიმართ არის კონფლიქტური. კონფლიქტოგენები,
ისევე როგორც სინტონები ჩნდება მხოლოდ ურთიერთმოლაპარაკების შიგნით, მოლოდინის საერთო
წრის შიგნით.
კონფლიქტოგენი არის მოლოდინის
დარღვევა მხოლოდ ერთობლივად მიღებული პოზიცია-მოლაპარაკების ფარგლებში, და თუ უარს
ვამბობ თქვენს მიმართ რაიმე პოზიციის ქონაზე, მაშინ თქვენი მანამდე არსებული მოლოდინები
ჩემს მიმართ უსაფუძვლო ხდება. და სრულიად ტყუილუბრალოდ გწყინთ.
მწარე ციტატა:
“არ მოვიდა ჩემს დაბადების
დღეზე. არადა ეს ის ადამიანია, რომელიც მიყვარს. აღარც მირეკავს. მეწყინა, ძალიან მეწყინა!”
შეცდომაა.
მე (ნუ პრინციპში მე კი
არა, მისი შეყვარებული) იყო როლში, რომელშიც მას უყვარდა და ისიც უყვარდათ, ჩვენ ვიცოდით
რომ გვიყვარს ერთმანეთი, და მაშინ შენი მოლოდინი, რომ მე შენს დაბადების დღეზე უნდა
მოვსულიყავი, მიზანშეწონილია. და თუ არ მოვედი, არც დაგირეკე და არც მოგილოცე, ხვალ
კი ისე გირეკავ, თითქოს არც არაფერიო, გადაგეხვიე და გადაგკოცნე - ბუნებრივია ეს შენი
წყენის საბაბი იქნება. მაგრამ თუ არ მოვედი შენს დაბადების დღეზე და საერთოდ დავიკარგე, და აღარ მინდა შენთან შეხვედრა
- ეს კონფლიქტოგენიც კი აღარ არის. ეს უარესია: ეს უკვე სხვა დამოკიდებულებაა.
·
შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ აღარ მიყვარხარ. არც
შენს სიყვარულზე მაქვს პრეტენზია, და ნუღარ ელოდები იმას, რისი მოცემაც შენთვის აღარ
შემიძლია.
აქ წყენა უადგილოა. შეგიძლია
გამოიტირო, მაგრამ წყენა აქ უკვე სისულელეა.
აბდაუბდა
არაჩვეულებრივი სქემაა.
ყველაფერი ისეთი ლოგიკური და გასაგებია: “ნორმალური ადამიანები”, “მეგობრები” და “საყვარელი
ადამიანები”... სამწუხაროა, რომ ცხოვრება გაცილებით რთული და დახლართულია. სამწუხაროდ
ცხოვრებაში მარტივ სფეროებს “ ჩვენ ნორმალური ადმაინები ვართ” და “ჩვენ მეგობრები ვართ”
ჩაეკვეხება ხოლმე ზოგიერთი სპეციალიზირებული ურთიერთობები, ეკვეხება და ართულებს არა
მარტო სქემას, არამედ თავად ცხოვრებასაც.
·
ანუ გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის.
მოდით შევხედოთ ახალ სურათს.
მოლოდინის ყოველი სურათი განსაკუთრებულ უფლებებს მაძლევს. მაგრამ თუ ჩემი თანამოსაუბრე
თავს სხვა მოლოდინების წრეში ხედავს, ის ჩვენ სხვანაირად აღგვიქვავს და სხვანაირად
აფასებს ჩვენს ურთიერთ უფლება-მოვალეობებს.
მე შენზე უფროსი ვარ, ამიტომ
მეტი უფლებები მაქვს შენთან შედარებით ასაკიდან გამომდინარე. მაგრამ შენ ქალი ხარ და
შესაბამისად ქალური უფლებები გაქვს ჩემთან შედარებით. ვისი უფლება უფრო უფლებამოსილია?
ან: იმისათვის, რომ მაღალი
თანამდებობის უფროსს შეხვდეთ, საჭიროა მასთან შეხვედრაზე ჩაეწეროთ და ამისათვის მის
მდივანს უნდა მიმართოთ. ყველაფერი გასაგები და ბუნებრივია. მაგრამ თუ უფროსი თქვენ
ხართ, საინტერესოა როგორ აღიქვავს თქვენი ცოლი მოთხოვნას, რომ თქვენთან მიღებაზე თურმე
თქვენს მდივანთან უნდა ჩაეწეროს, არადა ამ დროს ეჩქარება და სასწრაფოდ სჭირდება თქვენთან
საუბარი?
...
ამ განსხვავებული ნორმების
გადაკვეთა მუდმივად ქმნის საკონფლიქტო ნიადაგს: ერთის სიმართლე ვერ ებმის, ვერ უკავშირდება
მეორის სიმართლეს. ის რაც ნორმალურია, ბუნებრივია და უბრალოდ აუცილებელია თქვენს აღქმაში, შეიძლება საწყენი და დამამცირებლად კონფლიქტური აღმოჩნდეს იმის თვალში, ვისაც ამას
უკეთებთ.
რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ
აქედან? ნუ დაიმრგვალებთ თვალებს, როცა ამას გადააწყდებით, და შეძლებისდაგვარად წინასწარ
მოილაპარაკეთ თქვენს მოლოდინებზე, მანამ სანამ ამ მოლოდინებით გადაუვლით იმას, ვინც
ამისთვის მზად არ არის. და როგორც წესი, ამ მოლოდინებზე იმ ენაზე უნდა ესაუბროთ ადამიანს,
რომელზეც ის საუბრობს და ისეთი ქცევის წესები დაიცვათ, რომლებიც მისთვისაა მისაღები.
No comments:
Post a Comment