Friday, October 4, 2013

ძირითადი (საბაზო) ემოციები


საბაზო ემოციები არის ემოციები, რომლებიც ყველა ჯანმრთელ ადამიანს ახასიათებს და რომლებიც ერთნაირად მჟღავნდება სხვადასხვა კონტინენტებზე მცხოვრებ სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებში. 
"ფუნდამენტალური" ან "საბაზო" ემოციების განსაზღვრის მცდელობას დიდი ხნის ისტორია აქვს დასავლურ ცივილიზაციაში. ბევრი ფსიქოლოგი ცდილობდა სხვადასხვა ჩამონათვალის შედგენას და ემოციების კლასიფიკაციას. ყველაზე ცნობილები ამ სფეროში არიან მ.არნოლდი, პ.ეკმანი, ნ.ფრიდჯა, ჯ.გრეი, კ.იზარდი, უ. ჯეიმსი. უ.მაკდაუელი. 
საბაზო ემოციები განპირობებულია თანდაყოლილი ნეირონული პროგრამებით, და აქედან გამომდინარე საბაზო ემოციების უმეტესობა თანდაყოლილია. 



საბაზო ემოციების ჩამონათვალი 
პოლ ეკმანის თანახმად, შვიდი საბაზო ემოცია არსებობს: 

  1. სიხარული (კმაყოფილება)
  2. გაკვირვება
  3. სევდა (დარდი)
  4. ზიზღი
  5. შიში
  6. სიძულვილი
ჩამონათვალი იზარდისაგან:
  1. კმაყოფილება - სიხარული
  2. ინტერესი - აღგზნებულობა
  3. გაკვირვება - შიში
  4. ვარამი - ტანჯვა
  5. მრისხანება - რისხვა
  6. შიში - შეძრწუნება
  7. ზიზღი - სიძულვილი
  8. სირცხვილი - დამცირება
გელშტალტ-თერაპევტების აზრით მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ემოცია არსებობს: სიძულვილი, შიში, სევდა, ღელვა, ბედნიერება, სიყვარული. სიტყვები, როგორიცაა "გულაცრუებული", "ნაწყენი", "გაღიზიანებული", "დამნაშავე" როგორც წესი გამოხატავს რისხვას. "დაბნეული", "დაძაბული", "შეშფოთებული" - შიშს. "მარტოობა", "მოწყენილობა", "სიცარიელე" -  სევდა.
საბაზო ემოციები თუნდაც  თანდაყოლილი იყოს, შესაძლებელია შეიცვალოს ადამიანის სურვილისამებრ. ადამისნ აქვს უნარი ისწავლოს საბაზო ემოციების ტრანსფორმირება. 
საბაზოს საწინააღმდეგო მხარეს დგას ვარიაციული ემოციები, რომელთა გარეგნული გამოვლენა განპირობებულია კულტურისა და პიროვნების თავისებურებებით და ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. 


1 comment:

  1. ყოველთვის მაინტერესებდა "სხეულის ენა" და ამ ილუსტრაციებმა, რომელზეც "სიცრუის თეორიის" გმირის "მიკროექსპრესიებია" აღბეჭდილი, დამიბრუნა სიამოვნების შეგრძნება, რომელიც ადამიანის ბუნების იდუმალ სამყაროში მოგზაურობას ახლავს თან.

    აქვე ჩემი მოსაზრებები მინდა გავაზიარო: საბაზო ემოციები ალბათ გამოხატავს დამოკიდებულებას იმ სამყაროს, მოვლენების ან მოგონებების მიმართ, რომელიც კონკრეტულ ადამიანს გააჩნია. სიამოვნება არის შეგრძნება, რომელიც გამოხატავს თანხვედრას მოლოდინებს, მოსაზრებებს და იმას შორის, რაც ხდება გარეთ ან შიგნით კონკრეტულ მომენტში; და გვინდა, რომ ეს ყველაფერი არ მთავრდებოდეს ან ხშირად მეორდებოდეს. შიში ალბათ თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოხატულებაა - ის შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისათვის ჩნდება და თუ შიში გაჩნდა ესე იგი ჩვენ ქვეცნობიერად საფრთხეს ვხედავთ და გვინდა გავექცეთ. ზიზღი არის გაქცევა უსიამოვნო შეგრძნებებისგან და პროტესტი მათ მიმართ. გაკვირვება ეს არის შეხება იმასთან რასთანაც არ გვქონია შეხება ან არ მოველოდით. . . თუმცა საინტერესოა, რომ საბაზო 6 ემოციის გარდა, კიდევ არსებობს ემოციათა ურიცხვი ფერთა პალიტრა თავისი შუქჩრდილებით.

    ReplyDelete